საპარლამენტო უმრავლესობამ საკამათო კანონპროექტი მეორე მოსმენით, 83 ხმით მიიღო. დღეს, პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონეა გამოცხადებული რაც იმას ნიშნავს, რომ დაგეგმილი სხდომა გაუქმდა და მედიის წარმომადგენლებსაც შიგნით შესვლა აღარ შეუძლიათ. ამავდროულად, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ როგორც მოსახლეობის, ისე საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნა უნდა გაითვალისწინოს, რაც პირველ რიგში კანონპროექტის უკან გაწვევას ეხება. მმართველ პარტიაში კი ამ კანონპროექტის გაუქმებას ისევ არ გეგმავენ.