რუსებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ოდესაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც დაზიანდა.