პარლამენტის მიერ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სამარცხვინოსა და არადემოკრატიულს უწოდებენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ყველაზე დიდი მნიშვნელობა საზოგადოების ერთიანობას, მტკიცე პოზიციის ღიად დაფიქსირებასა და დემოკრატიული ფორმით ბრძოლას ენიჭება, რათა “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ ჩვენი ქვეყნის ერთადერთი არჩევანი ევროპაა. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ოპოზიციას კვლავ პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი ერთადერთ მიზანს - უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ემსახურება.