ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ექსპერტები და უსაფრთხოების მკვლევარები რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს “ქართული ოცნების” პოლიტიკური დასასრულის წინაპირობად მიიჩნევენ. მმართველი პარტიის ოპონენტები ფიქრობენ, რომ ნებისმიერი ხელისუფლება საზოგადოების წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალას მხოლოდ მაშინ იყენებს, როდესაც მოქალაქეებისთვის სათქმელი არაფერი აქვს და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გარდა არაფერი აინტერესებს. საკითხს ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. ოპონენტებისაგან განსხვავებით, პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე აქციებს “ქართული ოცნება” ძალადობრივი ჯგუფების მიერ მართულს უწოდებს.