საპროტესტო აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირი საავადმყოფოებში გადაიყვანეს და მათ შორის ერთ-ერთი უკვე გაწერილია კლინიკიდან. დაშავებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორისაა: ჭრილობები სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, ასევე - ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები. ამ ეტაპზე, სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ უტარდებათ სათანადო მკურნალობა და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.