ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. მანამდე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდ გარემოში, პარლამენტის წინ გაგრძელებისკენ მოუწოდა.
აღსანიშნავია, რომ გუშინდელ აქციაზე ორი პირი დააკავეს. მანამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, დაკავებული პირები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენეს.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეებმა შეკრება 17:00 საათიდან დაიწყეს. მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა კანონპროექტის მეორე მოსმენით მიიღეს და პარლამენტის შენობა დატოვეს, სპეცრაზმმაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა და შენობასთან მდებარე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში გადაინაცვლა. საპოლიციო ძალებმა პარლამენტის ეზოდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ტერიტორიიდან წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დაახლოებით საღამოს 10 საათიდან დაიწყეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური საშუალებების გამოყენება მართლწესრიგის აღდგენის მიზნებით ახსნა და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.