ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, გერტ იან კოპმანი, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, მესამე სექტორის წარმომადგენლებსა და საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. როგორც ცნობილია შეხვედრების მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს ევროინტეგრაცია და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყო.