ნათლიმამა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ ცხადია თუ ვინ არის ნამდვილი უცხოური აგენტი, ეს კანონი გამოადგება რუსულ ოცნებას და შედეგად ქართულ კოშმარს მოიტანს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
„ნათლიმამა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ ცხადია თუ ვინ არის ნამდვილი უცხოური აგენტი. ეს კანონი ემსახურება სამოქალაქო საზოგადოებისა და ნებისმიერი დემოკრატიული აზრთა სხვაობის განადგურებისთვის ნიადაგის მომზადებას, და საბოლოო ჯამში გამოადგება რუსულ ოცნებას და შედეგად ქართულ კოშმარს მოიტანს,” - წერს გალერი.