გუშინ ღამით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ ჩატარებული აქცია სამართალდამცველებმა რამდენჯერმე დაარბიეს - სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად არაერთხელ დაუპირისპირდნენ. დაშავებულ დემონსტრანტთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდათ. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ინგოროყვას კლინიკაში იყო გადაყვანილი. ოპოზიციონერ დეპუტატს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ - მას ცხვირზე ოპერაციაც ჩაუტარდა. გარდა ამისა, პოლიციელებმა მშვიდობიანი მოქალაქეები ძალის გამოყენებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გასულ ღამეს აქციაზე 63 პირი დააკავეს. პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან დაიწყება. როგორც ცნობილია, დღევანდელ აქციას მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. როგორ მიმდინარეობს მზადება საპროტესტო აქციისთვის