პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით - მუხლობრივი განხილვა დღეს დაძაბულობის ფონზე გაგრძელდება. ადგილზე უკვე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც გასულ ღამეს პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ხაბეიშვილს ინგოროყვას სახელობის კლინიკაში სამედიცინო ოპერაციაც ჩაუტარდა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, შესაბამისად, შენობაში შესვლას და მუშაობას მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებული ჟურნალისტები შეძლებენ. ონლაინ მედიის წარმომადგენლებს კი, მათ შორის „ინტერპრესნიუსის ჟურნალისტებს პარლამენტში მუშაობის უფლება დღესაც არ ექნებათ.