ახალგაზრდები უცვლელი მოთხოვნით კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი ხელს შეუშლიან ისეთი კანონის მიღებას, რომელიც, მათი შეფასებით, არის არადემოკრატიული.