პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტი და მსოფლიო ლიდერები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი, ბრენდე ბორგე ავრცელებს.
„ახლა მთავარი მოთამაშეები ერ-რიადში იმყოფებიან და იმედია, რომ დისკუსიები შერიგებისა და მშვიდობის პროცესამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ბრენდე ბორგემ.
ბორგემ აღნიშნა, რომ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან შეხვედრა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიმდინარე კვირაში გაიმართება და რეგიონულ ლიდერებთან ერთად შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც დაესწრება.