საქართველოს პრემიერ-მინისტრის უნგრეთში ვიზიტი დასრულებულია - რა შეფასებები მოყვა ირაკლი კობახიძისს ვიზიტს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

საქართველოს პრემიერ-მინისტრის უნგრეთში ვიზიტი დასრულებულია - რა შეფასებები მოყვა ირაკლი კობახიძისს ვიზიტს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

2024-04-26 20:22:20+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის უნგრეთში ვიზიტი დასრულებულია. კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ირაკლი კობახიძე უნგრელ კოლეგას შეხვდა. ორი ქვეყნის პრემიერის გზავნილები ძირითადად ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავებასა და საქართველოს ევროინტეგრაციას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის ვიზიტს უკვე მოჰყვა შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.