საქართველოს პრემიერ-მინისტრის უნგრეთში ვიზიტი დასრულებულია. კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ირაკლი კობახიძე უნგრელ კოლეგას შეხვდა. ორი ქვეყნის პრემიერის გზავნილები ძირითადად ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავებასა და საქართველოს ევროინტეგრაციას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის ვიზიტს უკვე მოჰყვა შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.