ემუქრება თუ არა რაიმე საფრთხე ვიზალიბერალიზაციის პროცესს - ეს კითხვა ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებული კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ გაჩნდა. მმართველ გუნდში ფიქრობენ რომ საუბარი უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია, რადგან მათი აზრით, ვიზალიბერალიზაციას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. განსხვავებული ხედვა აქვს ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ სადავო კანონპროექტის მიღებით ქვეყანა ევროინტეგრაციას შორდება, ბიძინა ივანიშვილი კი დასავლურ სანქციებს სულ უფრო მეტად უახლოვდება. მერაბ პაპაშვილი თემის დეტალებით.