29 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ოფიციალურად ჩაინიშნა, სადაც დეპუტატები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილავენ. საპარლამენტო უმრავლესობა კვლავ ხისტ პოზიციაზეა. ისინი კანონპროექტის უკან გაწვევას არ აპირებენ და საკითხის მუხლობრივი განხილვისთვის ემზადებიან. პარალელურად უცნობია ოპოზიციის გეგმა თუმცა ისინი აპირებენ რომ ყველგან საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. კანონპროექტის განხილვის პარალელურად მმართველი გუნდი ასევე 29 აპრილს საყოველთაო სახალხო შეკრების მოწყობისთვის ემზადება. ქართულ ოცნებაში 29 აპრილს პარლამენტის წინ ათიათასობით ადამიანს ელოდებიან. თავიმსხრივს ოპოზიციაში კი აცხადებენ რომ ორშაბათს ივანიშვილის მიერ ორგანიზებული შეკრების მიზანი ხალხის დაყოფა და დააპირისპირისპირებაა.