126-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დაანონსა. კვირას დაგემილ პროტესტს, რომელიც 19 საათზე გაიმართება, ოპოზიციონერი დეპუტატებიც შეუერთდებიან. ხელისუფლების ოპონენტები პროტესტის აუცილებლობაზე საუბრობენ, მათი თქმით ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს ირჩევს და რუსეთს ეუბნება არას.