რუსთავში, ქართული ქორეოგრაფიის რეგიონული ფესტივალის - "ქართულის" საკონკურსო ნაწილი დაიხურა - Palitra News

რუსთავში, ქართული ქორეოგრაფიის რეგიონული ფესტივალის - "ქართულის" საკონკურსო ნაწილი დაიხურა

2024-04-26 10:49:10+04:00

რუსთავში, ქართული ქორეოგრაფიის რეგიონული ფესტივალის - "ქართულის" საკონკურსო ნაწილი დაიხურა.ჟიურიმ, გამარჯვებულები 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა. საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენდა. რუსთავის მერის გადაწყვეტილებით, ფულადი ჯილდო, ფესტივალის მონაწილე ოცდაოთხივე ანსამბლს ხვდა წილად.ფესტივალის გრანპრის მფლობელი, ბოლნისის ქორეოგრაფიული ანსამბლი "თამარიონი" გახდა.