კობახიძე მცდარი შთაბეჭდილების ქვეშაა, რომ ეს ევროკავშირისკენ გზა ბუდაპეშტზე გადის, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი სოციალურ ქსელში წერს.
ყოფილი ელჩის თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ არასწორი გზა აირჩია.
“CPAC ბუდაპეშტში, პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უმაღლეს პრიორიტეტად რჩება, მაგრამ მცდარი შთაბეჭდილების ქვეშაა, რომ ევროკავშირისკენ გზა ბუდაპეშტზე გადის. თქვენ და თქვენმა მთავრობამ არასწორი გზა აირჩიეთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო”, - წერს კელი.