ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, ბელარუსმა ლიეტუვის ტერიტორიიდან მინსკზე დრონებით თავდასხმა აღკვეთა. ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ივან ტერტელმა განაცხადა, რომ საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის გაზიარება ჯერჯერობით შესაძლებელი არ არის. ლიეტუვის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, გინტაუტას ციუნისმა ტერტელის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მალევე უარყო. მისი თქმით, ეს სრული დეზინფორმაციაა და ლიეტუვას ბელარუსზე თავდასხმის არანაირი გეგმა არ აქვს.