დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულების, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლოში ჩვენება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ მისცა. ის წარსულში საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი იყო. მოწმის ჩვენებით კმაყოფილია როგორც პროკურატურა, ასევე დაცვის მხარე. კაკაურიძის თქმით, მასთან კითხვები ძირითადად პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდათ. ამასთან სასამართლო პროცესზე პოლიტიკური განცხადებები გააკეთა ბრალდებულმა ყოფილმა პრეზიდენტმა. მისი მიმართვის ადრესატი მხარდამჭერები, "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილე ახალგაზრდები და პოლიტიკოსები იყვნენ.