1. „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის“ ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველა ის საკითხი მიმოიხილა, რომელიც მისთვის ეროვნული მნიშვნელობისაა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მამული, ენა და სარწმუნოება საქართველოს ეროვნული იდენტობის სამი მთავარი საყრდენია, რომელსაც ვერავინ შეეხება. მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის ირგვლივ მიმდინარე პროცესები და დედაქალაქის ქუჩებში გამართული აქციებიც შეაფასა. კობახიძე პროტესტის მონაწილეებს ე.წ.ლ ლიბერალებს უწოდებს და მათ თავისუფლების შირმად გამოყეენებაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძის განცხადებას შეფასებები თბილისშიც მოჰყვა. ოპოზიციაში აღნიშნულ კონფერენციას არასერიოზულად აღიქვამენ, პრემიერის განცხადებებს ანრტიდასავლური კი პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევენ. ხატია სამხარაძე თემის დეტალებით.