სტრატეგიული პარტნიორების და ევროპარლამენტარების კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, მმართველი პარტია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას შემდეგი კვირიდან აპირებს. ამავდროულად, ოპოზიციას ამ დრომდე კონკრეტული გეგმა არ გააჩნია, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ, როგორც პარლამენტში, ისე მის მიმდებარედ, საკუთარ პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებენ. მეტიც ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი საყოველთაო გაფიცვაზეც საუბრობს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი მუხლობრივი განხილვისთვის ემზადებიან და ამბობენ,რომ ოპოზიციისგან დესტრუქციულ ქმედებებს ელოდებიან. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე, მაგდა ბლუაშვილი გვეტყვის.