ევროპარლამენტის მის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაცაა მოთხოვნილი. დოკუმენტში შესულ შესწორებაში გახმოვანებულია მოწოდება რომ სააკაშვილი ჰუმანიტარული საფუძვლით უნდა გათავისუფლდეს და მას საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი გამოეხმაურა. სოფო ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორების აზრი უნდა გაითვალისწინოს და საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს.