425 მომხრე - 25 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ინიცირებული რეზოლუცია და მასთან ერთად ყველა შესწორება მიიღო. ამ დოკუმენტის მიხედვით, ევროდეპუტატები ევროკომისიას მოუწოდებენ განიხილოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პირადი სანქციების შემოღება, რადგან მათი აზრით, ის ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ამასთანავე, დეპუტატები ევროკომისიისგან მოითხოვენ შეფასდეს რა გავლენა ექნება უცხოური გავლენის გამჭირვალობის კანონპროექტს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე. ევროპარლამენტის მიერ მიღებული მწვავე რეზოლიციას საპასუხო ბრალდებით პასუხობს მმართველი გუნდი. ქართული ოცნების განცხადებით, რეზოლუციის ტექსტში მცდარი ფაქტებია მოცემული, რაც დოკუმენტის მიმართ სანდოობას საგრძნობლად ამცირებს. რეზოლუციის სულისკვეთებას და ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას იზიარებს ოპოზიცია.