საქართველოს იახტკლუბს მალე ყველაზე დიდი და ყველაზე ძვირად ღირებულილ იახტა შეემატება. როგორც „რამზეს იახტს“-ის დამფუძნებელი ამბობს, ქვეყანაში ამ დროისთვის 21 იახტაა გაყიდული. 2025 წელს კი იახტ კლუბს ამ ეტაპისთვის, საქართველოში ყველაზე დიდი და ძვირადღირებული იახტა შეემატება, რომლის სიგრძე 36 მეტრია, ოთხი სართულისგან შედგება და მისი ღირებულება 17 მილიონი დოლარია. „რამზეს იახტს“-ის დამფუძნებლის თქმით, გასულ წელს მათ 2 მცირე ზომის იახტა გაყიდეს. ჯამში, 2017 წლიდან დრემდე კი 21 იახტა აქვთ გაყიდული და ყველა დამკვეთი საქართველოს მოქალაქეა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, გასულ წელთან შედარებით, იახტების მოთხოვნაზე კლება შეინიშნება, დაახლოებით 20-25%-ით, რაც მათი თქმით შავი ზღვისპირეთში ტურისტული ნაკადების კლებას უკავშირდება. კოპანია, რომელიც ამ ძვირად ღირებული საზღვაო ტრანსპორტის გაყიდვებით არის დაკავებული, საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებს. ასევე ცნობილი ხდება, რომ „რამზეს იახტის“ დამფუძნებლები უახლოეს დღეებში ბრიფინგის გამართვას გეგმავენ, სადაც სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის შევიწროვების ფაქტებზე ისაუბრებენ. ჩვენი ინფორმაციით, საქმე ეხება საქართველოში კიდევ ერთი კომპანიის დაფუძნებას, რომელიც ასევე ძვირად ღირებული აიხტების რეალიზაციით არის დაკავებული. საქმე ეხება კომპანია ჯითი მარინს, რომელმაც გასულ წელს კონტრაქტი გააფორმა სპორტული კატარღებისა და კატერების კომპანია Mastercraft-თან და ერთი პრემიუმ ხარისხის იახტა საქართველოში უკვე გაყიდეს კიდეც