სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. უწყებაში განმარტავენ, რომ "რუსთავის 1-ლი პოლიკლინიკის დირექტორმა და ამავე კლინიკის ექიმმა ეგვიპტის მოქალაქეს, რომელიც დეპორტაციას ექვემდებარებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა დაუმზადეს. მათ ამის სანაცვლოდ 2000 ამერიკული დოლარის აიღეს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ გამოძიების მიმდინარეობისას, შესაძლოა, დამნაშავე პირთა წრე გაფართოვდეს.