უცხოელი პარტნიორების კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, მმართველი პარტია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას შემდეგი კვირიდან აპირებს. ამავდროულად, ოპოზიციას ამ დღისთვის კონკრეტული გეგმა არ გააჩნია, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ, როგორც პარლამენტში, ისე მის მიმდებარედ, საკუთარ პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში კი მუხლობრივი განხილვისთბის ემზადებიან და, როგორც თავად ამბობენ, ოპოზიციისგან დესტრუქციულ ქმედებებს ელოდებიან. რა მოლოდინი აქვთ დეპუტატებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვამდე.