ორბელიანების სასახლეში პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადებას და საკონკურსო პირობების დადგენა ემსახურება. კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მწერლები, პოეტები და კრიტიკოსები, ლიტერატურათმცოდნე ზაზა აბზიანიძე უხელმძღვანელებს. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის სხვადასხვა დარგებში, მათ შორისაა პროზა, პოეზია და პუბლიცისტიკა, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის იდეალებით.