ევროპარლამენტი დღეს დაგეგმილ პლენარულ სესიაზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რეზოლუციის ტექსტს და მასთან ერთად ორ შესწორებას კენჭს უყრის - შესწორებები სავიზო რეჟიმსა და ივანიშვილის სანქცირებას უკავშირდება. ერთ-ერთი შესწორებების ავტორია პოლიტიკური ჯგუფი „განაახლე“, მეორესი კი - „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“, რომელსაც ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა წარმოადგენს. ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ექსპერტები კვლავ მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნება" ქართველ ხალხის სურვილს ეწინააღმდეგება და ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს. მმართველი პარტიის ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ კონკრეტული მაღალჩინოსნების სანქციები დაწესდეს. ისინი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ე.წ „რუსული კანონი” უკან გაიწვიოს.