საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც 25 აპრილს გაიხსნება. მთავრობის მეთაური, დელეგაციასთან ერთად, ბუდაპეშტში გაემგზავრა. დაგეგმილია, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის გახსნით სესიაზე საქართველოს პრემიერის სიტყვით გამოსვლა ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.