დასავლელი პარტნიორები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონთან დაკავშირებით კვლავ კრიტკულ პოზიციებს აფიქსირებენ. ამჯერად, „ქართული ოცნება“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის კრიტიკის ობიექტად იქცა. პატელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და ევროპულ სტანდარტებს სცდება. აშშ-ის მორიგ კრიტიკას გამოხმაურებები ოდიციალურ თბილისშიც მოჰყვა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დასავლელი პარტნიორების ტონი თანდათან უფრო მკაცრი და ხისტი ხდება, მათ სიტყვებს კი მალე ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყვება. ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ბრალდებების საპასუხოდ, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობა პრაგმატულ პოლიტიკას ეფუძნება, ამიტომ, ყველა ის კრიტიკული განცხადება, რომელიც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით კეთდება - უსაფუძვლო და ალოგიკურია. ხატია სამხარაძე თემის დეტალებით.