გასული წლის მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გირგორიადისი თავისუფალია. პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსაჯვრდებულმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალების აქტისთვის ხელმოწერის საფუძველზე დატოვა. გლდანის ხციხესთან გრიგორიადისს ოჯახის წევრები და ახლობლები ელოდებოდნენ. თუ რა გეგმები აქვს მარტის აქციების მონაწილეს, რა განცხადებები გააკეთა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ და იბრძოლებს თუ არა ის სამართლებრივ ნაწილში, თემის დეტალებით ეკა ლემონჯავა შემოგვიერთდება.