არა რუსულ კანონს, ამ სამი სიტყვის გარშემო კვლავ სტუდენტები რიგიითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ერთიანდებიან. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიმართ საპროტესტო აქციები გრძელდება და დღესაც აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია. ისინი ხელისუფლებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. სალომე ჯაფარიძე გვიერთდება თემის დეტალებით.