უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა მკაფიოდ აღნიშნეს, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროინტეგრაცია საფრთხის ქვეშ დადგება. გარდა ამისა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპარლამენტში ინიცირებულია რეზოლუციის პროექტი. როგორც ცნობილია, რეზოლუციის კენჭისყრა 25 აპრილს გაიმართება. რა გამოხმაურება მოყვა ევროპარლამენტარების გზავნილებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.