საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. დოკუმენტაცია პენიტენციურ დაწესებულებას გადაეგზავნა. პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსაჯვრდებული ლაზარე გირგორიადისი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებას სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.