აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალოის“ შესახებ კანონთან დაკავშირებით კვლავ შეშფოთებას გამოთქვამს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემური და ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან შეუსაბამოა. მან საქართველოში მიმდინარე აქციებიც შეაფასა, პროტესტის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს კი მშვიდობიან ჩარჩოში დარჩენისაკენ მოუწოდა.