რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავმჯდომარის გადაყენებას მხარი საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჯეროვნად ვერ ასრულებდა საკუთარ მოვალეობებს. მათივე გნმარტებით, არაერთხელ ჰქონდა ადგილი საკრებულოს მხრიდან საბოტაჟის მცდელობას, რაც ბიუჯეტის დამტკიცების ხელისშეშლაში და კონკრეტული პროექტების შეფერხებაში გამოიხატებოდა