უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დღეს პარლამენტის შენობის წინ ისევ გაიმართება. სტუდენტები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან გუშინ ისევ შეიკრიბნენ და მსვლელობით ევროკავშირის ოფისთან მივიდნენ. მათ ევროკავშირს საქართველოს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია. ისინი ხელისუფლებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.