ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, რუსთავის მერიასთან ერთად, ,,საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, რუსთავში პროექტს ახორციელებს. პროექტის მიზანი, საქართველოს მუნიციპალურ სატრანსპორტო სექტორში, თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და ინკლუზიური სატრანსპორტო მომსახურების ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში, რუსთავის ავტოტრანსპორტის საწარმო, ქალების ავტობუსების მძღოლებად გადამზადების მოკლევადიან კურსებზე მიღებას გამოაცხადებს. სასწავლო კურსი, ნებისმიერ დაინტერესებულ ქალს შეუძლია გაიაროს და შედეგად D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიიღოს.