უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა საკანონმდებლო ორგანოში 29 აპრილს იგეგმება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ამბობენ რომ, ამ კანონპროექტის ხელახალი ინიცირებით ქართული ოცნება ქვეყნის უზურპაციას ახდენს. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, ოპოზიცია მუხლობრივ განხილვაში მონაწილეობას მიიღებს და კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს მმართველ ძალას, რომ უხცოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი რუსულია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები 29 აპრილს ქართული ოცნების მიერ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საყოველთაო სახალხო შეკრების მოწყობის ინიციატივასაც ეხმაურებიან და ამბობენ სწორედ ამ ხალხმა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმა ქართულ ოცნებას არ უნდა მისცეს.