უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ 29 აპრილს დაიწყება. საპარლამენტო უმრავლესობაში საკითხის მუხლობრივი განხილვისთვის ემზადებიან და ამბობენ რომ ოპოზიციას განხილვაში მონაწილეობა და არგუმენტების წარდგენა მოუწევს. ამის პარალელურად კვლავაც უცნობია ხელისუფლების ოპონენტების კონკრეტული გეგმა, რას აპირებენ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას. რა განცხადებები კეთდება თემის ირგვლივ, მაგდა ბლუაშვილი გვეტყვის