მალაიზიაში ორი შვეულმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები სამხედროები იყვნენ, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, შვეულმფრენები ერთმანეთს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ლუმუტის საზღვაო ბაზაზე სამხედრო აღლუმისთვის მოსამზადებელი სწავლების დროს შეეჯახნენ. როგორც BBC წერს, პილოტებმა რეკომენდებული დისტანცია არ დაიცვეს, რამაც კატასტროფა გამოიწვია. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.