29 აპრილს, როდესაც „ქართული ოცნება“ პარლამენტთან ე.წ. „სახალხო შეკრებას“ ჩაატარებს, სავარაუდოდ, ამავე დღეს, პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ მეორე მოსმენით განხილვაც განახლდება. უკვე ცნობილია ისიც, რომ ე.წ. „სახალხო შეკრებას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. საპარლამენტო უმრავლესობაში კანონოროექტის მეორე მოსმენით განხილვისთვის ემზადებიან და აცხადებენ, რომ ოპოზიციას მუხლობრივ განხილვებში ჩართვა აუცილებლად მოუწევს. ამავდროულად, უცნობია ოპოზიციის გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ რას აპირებენ ისინი 29 აპრილის. რას აცხადებენ საპარლამენტო დეპუტატები ამასთან დაკავშირებით