ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ირანს ატომური ბომბის შესაქმნელად გამდიდრებული ურანის საკმარისი რაოდენობის ფლობამდე აშორებს მხოლოდ კვირები და არა თვეები. მისივე თქმით, მოქმედი ბირთვული ქობინის შექმნა, გამდიდრებული ურანის წარმოების გარდა, მის დატესტვასაც მოიცავს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ირანელი კოლეგების საქმიანობასთან წვდომა არ აქვს.