მესტიის აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალი აშენდება. მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2025 წელს მესტიაში, ახალი ტერმინალი პირველ მგზავრებს მიიღებს. ეკონომიკისა მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, მესტიის აეროპორტის გაფართოება და ინფრასტრუქტურული განვითარება მნიშვნელოვანი კომპონენტია მთავრობის იმ პრიორიტეტებში, რომლებიც, უპირველესად, საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შორის, სვანეთში მცხოვრები მოსახლეობის დაბალი ფასებით გადაადგილებას გულისხმობს. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა ასევე სვანეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებასაც ემსახურება. მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში 18 პრეტენდენტი მონაწილეობდა, მათგან საუკეთესოდ კომპანია Green Studio-ს პროექტი დასახელდა.