პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის მილი მეჯლისში შეხვედრებს ჩაატარებს. დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს და ასევე მილი მეჯლისის აზერბაიჯანისა და საქართველოს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბრის თემა - შუა დერეფნის განვითარება და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობის გაღრმავება იყო. დღეს დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრსაც შეხვდებიან.