უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიმართ საპროტესტო აქციები გრძელდება. ამჯერად აქციის ორგანიზატორები, სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მიდიან. აქციას უერთდებიან ასევე რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. რა განცხადებები კეთდება აქციის მონაწილეების მხრიდან ეკა უშხვანი გვეტყვის.