აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ალიევი, სამუშაო ვიზიტით მოსკოვში, ვლადიმერ პუტინის მიწვევით გაემგზავრა. აზერბაიჯანის პრეზიდენტს, საერთაშორისო აეროპორტ „ვნუკოვო-2“-ში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. კრემლის ინფორმაციით, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკვანძო საკითხების განხილვასა და რეგიონულ აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებების გაცვლას გეგმავენ.