რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. რუსეთმა ქვეყანას რაკეტებითა და დრონებით კიდევ ერთხელ შეუტია. გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში ოკუპანტებმა უკრაინაზე 4 სარაკეტო და 54 საჰაერო დარტყმა მიიტანეს, ზალპური სისტემებიდან კი ქვეყანას თავს 71-ჯერ დაესხნენ. ფრონტის ხაზზე ჯამში 85 საბრძოლო შეტაკება მოხდა. განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები ლიმანის, ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებზეა. გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა თავდასხმებისას შაჰედის ტიპის დრონები გამოიყენეს. უკრაინის თავდაცვისა და საჰაერო ძალებმა მტრის მიერ გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესობის ჩამოგდება შეძლეს.